---
title: "მუხლი 3. შესწავლა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/3"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. შესწავლა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/3

1. პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა. შესწავლა უნდა განხორციელდეს ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის დადგენის, დემპინგის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენისა და მიყენებულ ზიანსა და დემპინგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/4.md
