---
title: "მუხლი 5. ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/5"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/5

1. შესწავლის ორგანოს მიერ წინასწარი  ანტიდემპინგური  ღონისძიების  ან  სპეციალური  ანტიდემპინგური  ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ასეთი ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ.

2. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი II. ანტიდემპინგური ღონისძიება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/6.md
