---
title: "მუხლი 8. ნორმალური ღირებულების დადგენა არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/8"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ნორმალური ღირებულების დადგენა არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/8

1. თუ შესწავლის ობიექტის ექსპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომელსაც არ აქვს საბაზრო ეკონომიკა, ნორმალური ღირებულების განსაზღვრა უნდა დაეფუძნოს:
ა) ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში შესაბამის საბაზრო ეკონომიკის მქონე  ქვეყანაში  მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასს;
ბ) ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში შესაბამისი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ექსპორტის განხორციელებისას მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასს.

2. თუ შესწავლის ობიექტის ნორმალური ღირებულების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრა შეუძლებელია, იგი შეიძლება განისაზღვროს იმ ფასზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოში მსგავს პროდუქტზე არის გადახდილი ან ექვემდებარება გადახდას და მოგების ჩათვლით კორექტირებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/9.md
