---
title: "მუხლი 12. ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/12"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "12"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/12

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების, ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვას.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზომების მიღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ყველა ფორმის პრევენციის მიზნით, ასევე ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელი პირების დახმარებასა და მხარდაჭერას ასაკისა და სქესის გათვალისწინებით ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს ექსპლუატაციის, ძალადობის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამების ხელმისაწვდომობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/13.md
