---
title: "მუხლი 13. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/13"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "13"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/13

სახელმწიფო ზრუნავს პირადი და ოჯახური ცხოვრების ყველა საკითხთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, რაც, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, გულისხმობს:
ა) ქორწინების ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლების რეალიზებას, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების რეალიზებას, მიიღონ თავისუფალი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება შვილების რაოდენობასა და მათ დაბადებას შორის ინტერვალთან დაკავშირებით, ასევე მიიღონ მათი ასაკისათვის შესაბამისი ინფორმაცია და განათლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/14.md
