---
title: "მუხლი 16. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/16"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "16"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/16

1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასვენების, თავისუფალი დროის გატარების, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნას და იმ მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს მათთვის:
ა) შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების წვდომას;
ბ) სერვისების ხელმისაწვდომობას;
გ) სრულ ინკლუზიას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი, სპორტული თუ სხვა პოტენციალის გამოყენებისა და განვითარებისათვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/17.md
