---
title: "მუხლი 20. პერსონალური ასისტენტი — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/20"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "20"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. პერსონალური ასისტენტი — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/20

1. პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებს, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებს, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. პერსონალური ასისტენტი არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც გამოხატავს თანხმობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაუწიოს მისთვის საჭირო მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

3. პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ამ სერვისის მოცულობას და შეიმუშავებს მისი მიწოდების წესს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/21.md
