---
title: "მუხლი 22. საკანონმდებლო ხელისუფლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/22"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "22"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საკანონმდებლო ხელისუფლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/22

1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, აკონტროლებს თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.

2. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წერილობით ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

3. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროში საქართველოს მთავრობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

4. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის საპარლამენტო კონტროლს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/23.md
