---
title: "მუხლი 25. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/25"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "25"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/25

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით უზრუნველყოფს არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების ორგანიზებას.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დაცვას, მისი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/26.md
