---
title: "მუხლი 32. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/32"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "32"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/32

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების ზედამხედველობას და მათი განხორციელების მხარდაჭერას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/33.md
