---
title: "მუხლი 34. საქსტატი — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/34"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "34"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. საქსტატი — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/34

1. ამ კანონით განსაზღვრული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია, თავიანთი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ვალდებული არიან საქსტატს მიაწოდონ საჭირო მონაცემები/ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი წლისათვის დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული ნუსხისა და პერიოდულობის შესაბამისად.

2. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების/მიწოდების ფორმას ამტკიცებს საქსტატი.

3. საქსტატი, დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს შეჯამებული სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობას.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისას გამოიყენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/35.md
