---
title: "მუხლი 8. განათლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/8"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "8"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. განათლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/8

1. სახელმწიფო, შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმების დანერგვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა, საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზება.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/9.md
