---
title: "მუხლი 10. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/10"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "10"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/10

1. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები ორიენტირებულია შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებზე.

2. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიებები მიმართულია დამსაქმებლის პროფესიულ ინტერესებზე ორიენტირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მომზადებისკენ.

3. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ეფექტიან მართვას სახელმწიფო ახორციელებს შრომის ბაზრის აქტუალური მოთხოვნებისა და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის საფუძველზე, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/11.md
