---
title: "მუხლი 14. დასაქმება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/14"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "14"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. დასაქმება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/14

1. პირის დასაქმებისას გაითვალისწინება:
ა) პირის განათლება, მის მიერ გავლილი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი და მისი პროფესიული გამოცდილება;
ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია მის მიერ შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად;
გ) მგზავრობის დრო. პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ უნდა აღემატებოდეს მისი თვიური შრომის ანაზღაურების 15 პროცენტს, ხოლო ორივე მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა − 3 საათს;
დ) სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება. იგი საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს.

2. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასაქმებაზე ორჯერ დაუსაბუთებლად უარის თქმა ამ პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია.

3. პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უარის თქმის დროს დაუსაბუთებლად უარის თქმად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოებები:
ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ბ) პირისთვის ვაკანსიის ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შეთავაზება;
გ) პირის მიერ 7 წლამდე ასაკის მცირეწლოვანზე ან ნებისმიერი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე ზრუნვა;
დ) პირის პროფესიული მომზადების კურსში მონაწილეობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/15.md
