---
title: "მუხლი 16. სტაჟირება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/16"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "16"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. სტაჟირება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/16

1. სტაჟირება არის დამსაქმებლის მიერ სამუშაოს მაძიებლისთვის პერსპექტიული სამუშაო ადგილის შეთავაზება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისა და, სავარაუდოდ, შემდგომი დასაქმების მიზნით.

2. სტაჟირების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 6 თვე.

3. სტაჟირებისას სტაჟიორს, სააგენტოსა და დამსაქმებელს შორის იდება სტაჟირების შესახებ ხელშეკრულება.

4. დამსაქმებელი ვალდებულია სტაჟიორს გაუწიოს ზედამხედველობა.

5. სტაჟიორი ვალდებულია შეინახოს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია მისი მოვალეობები და რომელიც შეიცავს დამსაქმებლის შეფასებას. ეს შეფასება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებული შეფასების კრიტერიუმით და ეხება სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/17.md
