---
title: "მუხლი 19. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/19"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "19"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/19

1. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება დარეგისტრირდეს უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა შესაფერის სამუშაოს.

2. პირი სამუშაოს მაძიებლად ელექტრონულად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში/სააგენტოში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირდება.

3. პირი სამუშაოს მაძიებლად ვერ დარეგისტრირდება, თუ:
ა) ის არის 16 წლის და რეგისტრაციის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლედ ირიცხება;
ბ) მან მიაღწია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკს;
გ) (ამოღებულია - 21.09.2023, №3530);
დ) ამ კანონის მე-20 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციის შეწყვეტიდან 18 თვე არ გასულა;
ე) ის არ არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3530 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/20.md
