---
title: "მუხლი 26. კონსულტირება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/26"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "26"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. კონსულტირება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/26

1. სამუშაოს მაძიებლის კონსულტირება უზრუნველყოფს მისი შესაძლებლობების, კომპეტენციისა და ინტერესების იდენტიფიცირებას და მის მიერ დასაქმების მიზნით მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსისა და პროფესიის შერჩევის თაობაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას. კონსულტირება გულისხმობს სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმების, მისი ხელმისაწვდომობის, პროფესიის შერჩევისა და კარიერის განვითარების საკითხებზე რჩევების მიცემას.

2. დამსაქმებლის კონსულტირება ორიენტირებულია მისთვის იმ სამუშაოს მაძიებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიის მოთხოვნებს, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლის შერჩევის პროცესში მისთვის ხელის შეწყობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/27.md
