---
title: "მუხლი 27. სამუშაოს მაძიებლის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/27"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "27"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სამუშაოს მაძიებლის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/27

1. თუ სამუშაოს მაძიებელი დასაქმების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლას საჭიროებს, სააგენტო მას აწვდის სათანადო ინფორმაციას და ამ კურსის სამუშაოს მაძიებლისთვის მისაწოდებლად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

2. მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის მიმართულება განისაზღვრება სამუშაოს მაძიებლის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან, აგრეთვე შესაბამის სფეროში დასაქმების შესაძლებლობიდან გამომდინარე.

3. მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის ფორმები და სააგენტოს მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსისთვის გასაწევი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/28.md
