---
title: "მუხლი 28. თვითდასაქმებისა და მეწარმეობის მიზნით დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/28"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "28"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. თვითდასაქმებისა და მეწარმეობის მიზნით დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/28

1. დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირების მიზნით სამუშაოს მაძიებელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება სამართლებრივი, მარკეტინგული და ფინანსური მომსახურებები, ეფექტიანი მართვის მეთოდებსა და ტექნიკასთან დაკავშირებული და სხვა საკონსულტაციო მომსახურებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდება შეიძლება განახორციელოს სააგენტომ ან ხელშეკრულების საფუძველზე − პროფესიულმა ორგანიზაციამ, აგრეთვე შესაბამის სფეროში სპეციალიზებულმა იურიდიულმა პირმა ან სხვა იურიდიულმა პირმა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/29.md
