---
title: "მუხლი 31. შრომისუნარიანი უმუშევრის დასაქმების ხელშეწყობა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/31"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "31"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. შრომისუნარიანი უმუშევრის დასაქმების ხელშეწყობა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/31

1. სააგენტო ხელს უწყობს შრომისუნარიანი უმუშევრის დასაქმების მოტივაციის ამაღლებას და მის გააქტიურებას დასაქმებისა და მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო კურსში მონაწილეობის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიება შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური კონსულტაცია, ისე ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/32.md
