---
title: "მუხლი 33. სოციალური დახმარების მიმღები სამუშაოს მაძიებელი — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/33"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "33"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სოციალური დახმარების მიმღები სამუშაოს მაძიებელი — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/33

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი/რეგისტრირებული ოჯახის შრომისუნარიანი წევრი, რომელიც არ არის დასაქმებული და არის სოციალური დახმარების მიმღები, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, ვალდებულია დარეგისტრირდეს სააგენტოში სამუშაოს მაძიებლად.

2. სააგენტო ხელს უწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის დასაქმების მოტივაციის ამაღლებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/34.md
