---
title: "მუხლი 37. სამუშაოს მაძიებლის უფლებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/37"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "37"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. სამუშაოს მაძიებლის უფლებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/37

1. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს:
ა) შეთავაზებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს;
ბ) მიიღოს ვაკანსიისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ან მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;
გ) მიიღოს რჩევა კარიერის დაგეგმვის საკითხზე;
დ) მოითხოვოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილეობა ან, პირადი, დასაბუთებული ინტერესებიდან გამომდინარე, − აღნიშნულ გეგმაში ცვლილების შეტანა;
ე) სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურება უფასოდ მიიღოს.

2. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიმართ ამ კანონის პრინციპების გამოყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/38.md
