---
title: "მუხლი 38. სამუშაოს მაძიებლის მოვალეობები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/38"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "38"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. სამუშაოს მაძიებლის მოვალეობები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/38

სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია:
ა) დასაქმების კონსულტანტთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში და შეასრულოს ამ გეგმით განსაზღვრული მოვალეობები;
ბ) სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიერვე შეთავაზებულ შესაბამის ღონისძიებებსა და სხვა საქმიანობაში;
გ) სამუშაოს მაძიებლის სტატუსის ცვლილებისას ამის შესახებ 3 დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს;
დ) ვიზიტისთვის მოწვევის მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში გამოცხადდეს სააგენტოში;
ე) არ განაცხადოს უარი შეთავაზებულ შესაფერის სამუშაოზე, მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლაზე, ამ კანონისა და კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა სათანადო ღონისძიებაში;
ვ) გასაუბრებისას დამსაქმებელს თავი წარუდგინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/39.md
