---
title: "მუხლი 39. დამსაქმებლის უფლებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/39"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "39"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. დამსაქმებლის უფლებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/39

დამსაქმებელს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევაში;
ბ) სამუშაოს მაძიებელი წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს;
გ) მონაწილეობა მიიღოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებსა და სათანადო ღონისძიებებში, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
დ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებები უფასოდ მიიღოს;
ე) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით;
ვ) სააგენტოსგან უფასოდ მიიღოს ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/40.md
