---
title: "მუხლი 40. დამსაქმებლის მოვალეობები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/40"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "40"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. დამსაქმებლის მოვალეობები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/40

1. დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოსთან თანამშრომლობაზე თანხმობის განცხადების შემდეგ:
ა) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით დარეგისტრირდეს სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე;
ბ) ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატები თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოს;
გ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში გააგზავნოს შეტყობინება ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის თაობაზე;
დ) დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ვაკანსია სააგენტოში.

2. დამსაქმებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევაში.

3. დამსაქმებელზე ვრცელდება ამ კანონის პრინციპებითა და სააგენტოსა და დამსაქმებელს შორის წერილობითი შეთანხმებით დადგენილი მოქმედების ვალდებულება.
თავი VII
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება,
ანალიზი და დაგეგმვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/41.md
