---
title: "მუხლი 41. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/41"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "41"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/41

1. სახელმწიფო ახორციელებს შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას.

2. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორის საკოორდინაციო მექანიზმს.

3. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი უზრუნველყოფს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზს, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას და დაგეგმვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/42.md
