---
title: "მუხლი 42. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიზნობრივი ჯგუფები და განსაკუთრებული ღონისძიებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/42"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "42"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიზნობრივი ჯგუფები და განსაკუთრებული ღონისძიებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/42

1. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიზნობრივი ჯგუფებია:
ა) უმუშევრები;
ბ) დასაქმებულები, რომლებიც სამუშაოს დაკარგვის რისკის წინაშე დგანან ან სამსახურიდან მალე გათავისუფლდებიან;
გ) საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები.

2. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განსაკუთრებული ღონისძიებებია:
ა) სამუშაო ადგილის სუბსიდირება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დაცული სამუშაო ადგილის ადაპტირებული სამუშაო გარემოს შექმნა;
გ) პირის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ჩართვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/43.md
