---
title: "მუხლი 43. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზი — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/43"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "43"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზი — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/43

1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს უწყებების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზის განხორციელებას.

2. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ განვითარებას, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროებში არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობისა და ხარისხის ეკონომიკის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ახალი და გაუქმებული სამუშაო ადგილების რაოდენობას, გაუქმებული სამუშაო ადგილების გაუქმების მიზეზებს და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე გავლენას ახდენს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/44.md
