---
title: "მუხლი 44. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/44"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "44"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/44

1. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მოთხოვნილი სამუშაო ადგილების რაოდენობასა და უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროებში არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობას შორის ბალანსის მიღწევას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყნის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივა.

3. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვის საფუძველია ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/45.md
