---
title: "მუხლი 46. დასაქმების ხელშეწყობის სისტემა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/46"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "46"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. დასაქმების ხელშეწყობის სისტემა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/46

1. საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმების ხელშეწყობას ახორციელებს სახელმწიფო, აგრეთვე დადგენილი წესით − კერძო სექტორი.

2. დასაქმების ხელშეწყობას ცენტრალურ დონეზე ახორციელებს სახელმწიფო მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით.

3. ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმების ხელშეწყობას ახორციელებს კერძო სექტორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/47.md
