---
title: "მუხლი 48. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/48"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "48"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/48

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს დასაქმების ხელშეწყობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები;
ბ) შეიმუშაოს დასაქმების ხელშეწყობის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;
გ) შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებსა და ორგანიზაციებთან დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/49.md
