---
title: "მუხლი 49. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/49"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "49"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/49

1. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ კანონის მიზნების ეფექტიანად განსახორციელებლად იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 3 წარმომადგენელი, რომელთაგან 1 არის ამ კომისიის თავმჯდომარე, 1 − პროფესიული კავშირების წარმომადგენელი, ხოლო 1 − დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენელი.

2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წელიწადში ერთხელ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების პროგნოზების დამუშავების მიზნით ხორციელდება შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ ყველა მონაცემის შეგროვება და გაცვლა.

3. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის კურირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №362 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3848 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №486 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/3 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/50.md
