---
title: "მუხლი 50. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/50"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "50"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/50

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხელს უწყობს განათლების ყველა საფეხურზე პროფესიულ კონსულტირებასა და კარიერის დაგეგმვას.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმის შექმნით ზრუნავს პროფესიის შერჩევისა და კარიერის სწორად დაგეგმვის უნარების განვითარებაზე და მოსწავლეებს სთავაზობს როგორც პროფესიული კონსულტირების, ისე კარიერის დაგეგმვის მომსახურებას.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №362 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3848 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/51.md
