---
title: "მუხლი 51. სამინისტროს უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/51"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "51"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. სამინისტროს უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/51

დასაქმების ხელშეწყობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია:
ა) შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და ტენდენციებზე დაკვირვება;
ბ) სამუშაოს მაძიებლის დასაქმებისა და მის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლის უზრუნველყოფის მიზნით სტრატეგიების, პროგნოზებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;
გ) შრომის ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის ნორმატიული ინსტრუმენტების შემუშავება და დამტკიცება, სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით მის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლის უზრუნველყოფა;
დ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, აგრეთვე სექტორული სტრატეგიებისა და სააგენტოს გეგმებისა და პროგრამების შესრულების მონიტორინგი;
ე) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, დასაქმების სფეროში შეთანხმებების მომზადება და საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით პროექტების განხორციელება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) სააგენტოს საქმიანობისა და შესაბამისი პროგრამის ყოველწლიური მონიტორინგისა და შეფასების მიზნით საქმიანობის განხორციელების ყოველწლიური ინდიკატორების შემუშავება და მათი გამოყენების დონის დადგენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/52.md
