---
title: "მუხლი 52. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/52"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "52"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/52

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლის საკონსულტაციო მომსახურებას და მხარს უჭერს შესაბამისი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის ჩამოყალიბებასა და ორგანიზებას.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააგენტოსთან კოორდინაციით ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლისთვის სოფელში არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსების ხელმისაწვდომობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/53.md
