---
title: "მუხლი 55. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/55"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "55"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/55

1. მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მინიჭებული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში ხელს უწყობენ სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობას თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში.

2. დასაქმების ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, სააგენტოს საქმიანობის ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/56.md
