---
title: "მუხლი 56. დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობით გათვალისწინებული გარკვეული ფუნქციის (სამუშაოს, მომსახურების) იურიდიული პირისთვის გადაცემა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/56"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "56"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობით გათვალისწინებული გარკვეული ფუნქციის (სამუშაოს, მომსახურების) იურიდიული პირისთვის გადაცემა — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/56

1. ამ კანონის მიზნების ეფექტიანად განსახორციელებლად შესაძლებელია სახელმწიფომ დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობით გათვალისწინებული გარკვეული ფუნქცია (სამუშაო, მომსახურება) ხელშეკრულების საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან/და სხვა შესაბამის იურიდიულ პირს გადასცეს.

2. ამ კანონის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გადაცემისა და მიწოდების წესები განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებას უფრო ეფექტიანად და სწრაფად ახორციელებს, ვიდრე სახელმწიფო;
ბ) მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი ღონისძიების უფრო ხარისხიანად განხორციელება შეუძლია, ვიდრე სახელმწიფოს;
გ) მომსახურების მიმწოდებელი შესაბამის ღონისძიებას, ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად ახორციელებს.
თავი IX
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/57.md
