---
title: "მუხლი 12¹. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებე — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/12-1"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "12^1"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12¹. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებე — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 12¹ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/12-1

ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, თუ ეს საინვესტიციო კომპანია/ერთობლივი საინვესტიციო ფონდი აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2147 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
თავი III
საინვესტიციო ფონდების ავტორიზაცია, რეგისტრაცია და აღიარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/13.md
