---
title: "მუხლი 18. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/18"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "18"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/18

1. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ყველა ავტორიზებული, აღიარებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე ყველა ლიცენზირებული, რეგისტრირებული და აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და საზედამხედველო ორგანოს წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. თითოეულ საინვესტიციო ფონდსა და მის თითოეულ ქვეფონდს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში უნდა მიენიჭოთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.

3. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის სახელწოდება, უნდა მიეთითოს მისი სტატუსი (არის ავტორიზებული, რეგისტრირებული თუ აღიარებული), თითოეული საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს.
თავი IV
აქტივების მმართველი კომპანია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/19.md
