---
title: "მუხლი 19. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/19"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "19"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/19

1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების ან რეგისტრაციის გარეშე.

2. პირს ეკრძალება საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ან უცხოური საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრზე მმართველი ორგანოს წევრის საქმიანობის ფარგლებში.

4. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები „აქტივების მმართველი კომპანია“ და „აქტივების მმართველი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც განისაზღვრება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ საქმიანობის განხორციელების დამატებითი წესები და პირობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/20.md
