---
title: "მუხლი 21. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის პირობები — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/21"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "21"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის პირობები — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/21

1. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს (გარდა იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა), აგრეთვე სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია შესაძლებელია გარდაიქმნას ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიად აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირებისთვის დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. საზედამხედველო ორგანო აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭებასთან ერთად აუქმებს მის რეგისტრაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/22.md
