---
title: "მუხლი 28. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/28"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "28"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/28

1. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი ანაზღაურების პოლიტიკა და დანერგოს იმგვარი ანაზღაურების პრაქტიკა, რომლებიც შეესაბამება და ხელს უწყობს რისკების ჯანსაღ და ეფექტიან მართვას. ამგვარი პოლიტიკა და პრაქტიკა ხელს არ უნდა უწყობდეს ისეთი რისკების აღებას, რომლებიც საინვესტიციო ფონდის რისკების პროფილსა და სადამფუძნებლო დოკუმენტს არ შეესაბამება, და, ამასთანავე, ხელს არ უნდა უშლიდეს ლიცენზირებული აქტივების მმართველ კომპანიას, იმოქმედოს საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისთვის.

2. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომელთა პროფესიული საქმიანობა არსებით გავლენას ახდენს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ან შესაბამისი საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილზე.

3. ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/29.md
