---
title: "მუხლი 3. ვადების ათვლა და საზედამხედველო ორგანოსთვის დოკუმენტების წარდგენის წესი — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/3"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "3"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ვადების ათვლა და საზედამხედველო ორგანოსთვის დოკუმენტების წარდგენის წესი — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/3

1. ამ კანონით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელს საზედამხედველო ორგანოს მითითებით უნდა წარედგინა განაცხადის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში განაცხადის განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

2. საზედამხედველო ორგანოსთვის ამ კანონის შესაბამისად წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი II
საინვესტიციო ფონდები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/4.md
