---
title: "მუხლი 30. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/30"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "30"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/30

1. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია იწყება საზედამხედველო ორგანოს წინასწარი თანხმობის გაცემის შემდეგ.

2. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა საინვესტიციო ფონდი, რომლებსაც ის მართავს, ლიკვიდირებული იქნება ან მათი მართვის უფლება სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცემა.

3. ლიცენზირებულმა/რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ და ამავდროულად გააკეთოს განაცხადი ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის წარდგენასთან ერთად აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაადასტუროს, რომ მის მიერ მართული ყველა საინვესტიციო ფონდი ლიკვიდირებულ იქნა ან ისინი სამართავად სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/31.md
