---
title: "მუხლი 42. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/42"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "42"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/42

1. საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების შემთხვევაში ერთეულების გამოსყიდვის პროცესი განახლდება დადგენილი ვადის გასვლისას ან საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზედამხედველო ორგანოს.

2. საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეჩერებული ერთეულების გამოსყიდვის პროცესი განახლდება დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში ან საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით.
თავი VII
საინვესტიციო ფონდების შერწყმა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/43.md
