---
title: "მუხლი 45. შერწყმის პირობების პროექტი — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/45"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "45"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. შერწყმის პირობების პროექტი — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/45

1. გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შეადგინონ შერწყმის პირობების პროექტი, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს:
ა) შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდებისა და შერწყმის ფორმის შესახებ;
ბ) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას;
გ) შერწყმის მოსალოდნელ გავლენას გადამცემი და მიმღები საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელებზე;
დ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღისთვის არსებული აქტივებისა და შესაბამის შემთხვევაში ვალდებულებების შეფასების კრიტერიუმებს;
ე) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღსა და მეთოდს;
ვ) შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს;
ზ) აქტივების გადაცემისა და ერთეულების გაცვლის მიმართ მოქმედ წესებს;
თ) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ბ“ ან „ჰ 8 .გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შერწყმის განხორციელებისას ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს.

2. შერწყმის პირობების პროექტით შესაძლებელია დადგინდეს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელებზე დამატებით შესაბამისი ოდენობის ფულადი ანაზღაურების გაცემა. აღნიშნული ფულადი ანაზღაურება უნდა გაიცეს მიმღები საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულების გადამცემი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთათვის გადაცემასთან ერთად.

3. გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარები (მათი არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან შეამოწმონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან შესაბამისობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/46.md
