---
title: "მუხლი 49. შერწყმის დასრულება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/49"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "49"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. შერწყმის დასრულება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/49

1. შერწყმა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება;
ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება;
გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) ახლად დაფუძნებულ მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება;
ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება;
გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) წმინდა აქტივები;
ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან;
გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) განაგრძობს (განაგრძობენ) არსებობას ვალდებულებების ამოწურვამდე.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები საინვესტიციო ფონდი გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) სამართალმემკვიდრე ხდება.

6. ამ მუხლის შესაბამისად დასრულებული შერწყმის ბათილად ცნობა დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/50.md
