---
title: "მუხლი 51. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელებასა და სესხთან დაკავშირებული მოთხოვნები — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/51"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "51"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელებასა და სესხთან დაკავშირებული მოთხოვნები — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/51

1. ამ თავით დგინდება ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელების, აგრეთვე სესხის აღებისა და გაცემის წესები.

2. თუ ამ კანონის IX თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ თავით დადგენილი წესები აგრეთვე ვრცელდება UCITS-ის ფორმით შექმნილ ინვესტორ ფონდებზე.

3. ამ თავის საფუძველზე საინვესტიციო ფონდებისთვის დადგენილი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის თითოეულ ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში ქოლგისებრი ფონდის თითოეული ქვეფონდი ჩაითვლება დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/52.md
