---
title: "მუხლი 55. UCITS-ის მიერ პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/55"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "55"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. UCITS-ის მიერ პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/55

1. UCITS-ს უფლება აქვს, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებსა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკა და ინსტრუმენტები იმ პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით, თუ ეს ტექნიკა და ინსტრუმენტები გამოიყენება პორტფელის ეფექტიანად სამართავად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს UCITS-ის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტითა და პროსპექტით დადგენილი საინვესტიციო მიზნებიდან გადახვევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/56.md
