---
title: "მუხლი 56. UCITS-ის მიერ სესხის აღება და სესხის გაცემა — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/56"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "56"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. UCITS-ის მიერ სესხის აღება და სესხის გაცემა — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/56

1. UCITS-ს არა აქვს უფლება, აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. UCITS-ს უფლება აქვს, აიღოს სესხი, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) სესხი მოკლევადიანია და მისი ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება;
ბ) სესხის აღება ემსახურება საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებული UCITS-ის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი უძრავი ქონების შეძენას და სესხის ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული სესხების საერთო ოდენობა UCITS-ის აქტივების 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

4. ამ კანონის 53-ე და 55-ე მუხლების შეუზღუდავად, UCITS-ს ეკრძალება გასცეს სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული უფლებას არ ართმევს UCITS-ს, განახორციელოს ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში ამ კანონის შესაბამისად, შეიძინოს მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები ან ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად გადახდილი არ არის.
თავი IX
ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS-ის სტრუქტურა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/57.md
